საერთაშორისო არენაზე, ივანიშვილის რეჟიმისთვის ეს არის ძალიან დიდი მარცხი, - ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
“საერთაშორისო არენაზე, ივანიშვილის რეჟიმისთვის ეს არის ძალიან დიდი მარცხი. მისი იზოლაცია ფაქტობრივად ჩაბეტონებულია. ცხადია, არავის არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმების” მითითებები შესრულდება, რადგან ეს მითითებები ივანიშვილმა რომ შეასრულოს, მისგან არაფერი დარჩება. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, არის შიდა წნეხი ანუ აქცია, გარე წნეხი ანუ სანქცია. ახლა უკვე დემოკრატიული ალტერნატივით მოვგუდოთ რეჟიმი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას აკარგვინებს, ქართველ ხალხს - უსაფრთხოებას და თავისუფლებას აკარგვინებს. ქართველი ხალხი გაცილებით მეტს იმსახურებს. ქართული იდენტობა არის ევროპული იდენტობა. ჩვენ უნდა მოვიშოროთ ქართული იდენტობის მტერი რეჟიმი და დავბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენი ადგილია - ევროატლანტიკურ სივრცეში”,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.