მე არ მაინტერესებს, თუ ორმა წევრმა სახელმწიფომ ეს დაბლოკა ევროპულ საბჭოში, რა ხდება დანარჩენი 25 სახელმწიფოს შემთხვევაში? მათ რა, არ შეუძლიათ სანქციების დაწესება?! ხელს რა უშლით? - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ევროკავშირმა ბოლოს და ბოლოს უნდა უპასუხოს მიზნობრივი სანქციებით პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ და მე არ მაინტერესებს, თუ ორმა წევრმა სახელმწიფომ ეს დაბლოკა ევროპულ საბჭოში, რა ხდება დანარჩენი 25 სახელმწიფოს შემთხვევაში? მათ რა, არ შეუძლიათ სანქციების დაწესება?! ხელს რა უშლით? !სიჩუმე და უმოქმედობა მხოლოდ ახალისებს ანტიდემოკრატიულ ძალებს და გზავნის საშიშ სიგნალს, რომ ევროპა ყოფილი კანდიდატი ქვეყნის მოქალაქეების რეპრესიებს უშედეგოდ ტოვებს", - განაცხადა გრეგოროვამ.