აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში გარდამტეხი მომენტი მიღწეულია.
უიტკოფმა დაადასტურა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები მომავალი კვირისთვის გადაიდო და მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოხატა, „რადგან ეს ომი უნდა დასრულდეს“.
ამავდროულად, მან პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას რუსეთსა და უკრაინას შორის წელს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის შესახებ.
„მე ლოგიკური ადამიანი ვარ. პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით აგვარებს სხვადასხვა საკითხს.“
„ამ კონკრეტულ ვითარებაში და ის ლაპარაკობდა ამაზე, ამას უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე მას ეგონა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ ორივე მხარე დაიღალა და იმედია, გარდამტეხი მომენტის დასაწყისში ვართ“, - თქვა უიტკოფმა.