ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსთან შეკრებილი სტუდენტები მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებულ რეფორმას და უნივერსიტეტში სხვადასხვა მიმართულების პროგრამების გაუქმებას აპროტესტებენ.
სტუდენტები მსვლელობით ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გადაინაცვლებენ, საბოლოოდ კი განათლების სამინისტროსთან მივლენ.