გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „მხოლოდ ირანის რეჟიმს და ე.წ. რევოლუციის გვარდიას შეუძლიათ საბრძოლო მოქმედებების შეჩერება“.
„ვიდრე ეს არ მოხდება, ვვარაუდობ, რომ ისრაელი და ამერიკა გააგრძელებენ ამ რეჟიმისგან თავის დაცვას“, - განაცხადა მერცმა.
მერცმა განაცხადა, რომ ირანის მთავრობის მიერ შექმნილი საფრთხე რეგიონს სცილდება.
„ირანი საერთაშორისო ტერორიზმის ცენტრია და ეს ცენტრი უნდა დაიხუროს. ამერიკელები და ისრაელელები ამას საკუთარი გზით აკეთებენ“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.