ექსპერტთა საბჭომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი აირჩია. ამის შესახებ The Times of Israel ირანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
არჩეული ლიდერის სახელი არ გახმაურებულა.
„ლიდერის დანიშვნის შესახებ კენჭისყრა ჩატარდა და ლიდერი არჩეულია“, - განაცხადა ექსპერტთა ასამბლეის წევრმა აჰმად ალამოლჰოდამ.
მოსალოდნელია, რომ მას ექსპერტთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი, ჰოსეინი ბუშეჰრი გამოაცხადებს, რომელსაც ჯერ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.
ექსპერტთა საბჭო შედგება 88 იურისტისგან, რომლებიც ისლამური სამართლის ექსპერტებად მიიჩნევიან.