„საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორი, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ TV იმედმა მის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.
მისი თქმით, ცილისწამებაა "ქრონიკის" მიერ გავრცელებული ცნობა, თითქოს "შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრეს".
მისი თქმით, ცილისწამებისთვის TV იმედს და ყველა იმ მედიას უჩივლებს, რომელმაც დეზინფორმაცია გაავრცელა. "გამოვიყენებ მათივე მიღებულ კანონებს, მათ წინააღმდეგ".
"ეს ყველაფერი არის ტყუილი, გამოიგონეს და დაწერეს. პირველ რიგში ეს მათივე მაყურებლისთვის უნდა იყოს შეურაცხმყოფლი, როცა ადამიანებს ასმენინებენ ამბავს, რომელიც უბრალოდ მოიგონეს.
არ ასებობს სამყაროში, არც მოსმენების შედეგად, არც ჩემი საჯარო განცხადებეით, სულ რომ პირადი კომუნიკაცია მოესმინათ, ასეთ ფრაზას ვერ მოისმენდნენ.
ყველა ჩემს შეხვედრაზე, ეს იქნებოდა სახალხო დამცველის რანგში თუ სამოქალაქო საზოგადოების თუ რიგით მოქალაქის რანგში, მე ვიყენებ ჩემს კონტაქტებს, პირად ნაცნობობას, პროფესიულ ნდობას, იმისთვის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დავარწმუნო იმაში, რომ გამიჯნონ საზოგადოება და ის ცალკეული პირები ხელისუფლების ეარმომადგენლები, რომლებიც აზიანებენ სახელმწიფო ინტერესებს და ანგრევენ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს. თუ რამე გამიკეთებია, იენებოდა ეს სტატუსის მოპოვების დროს, თუ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პერიოდი როცა განიხილებოდა, ყოველთვის ჩემს მთელ კონტაქტებს, ავტორიტეტს რაც მაქვს, ვიყენებ, ვიყენებდი და მომავალშიც გამოვიყენებ, იმისთვის რომ ამ ყველაფერმა საქართველოს მოქალაქეები არ დააზიანოს" - განაცხადა ნინო ლომჯარიმ "ტვ პირველის" ეთერში.