თბილისის საქალაქო სასმართლოში, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე იკითხება.
სანიკიძეს სასამართლოში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.
არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში ირანის გავლენების გაზრდის თაობაზე.
დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ რიგი პოლიტიკოსების მიერ მსგავსი შინაარსის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა გუბაზ სანიკიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი.