პროფესორ-მასწავლებლები 9 მარტს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას უერთდებიან.
მსვლელობა 17:00 საათზე ილიას უნივერსიტეტიდან განათლების სამინისტრომდე გაიმართება. იქნება სიტყვით გამოსვლები.
"ჩვენ, სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, შევიკრიბეთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მკაფიო პოზიცია მიმდინარე ე.წ. განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც, მიგვაჩნია, რომ საფრთხეს უქმნის აკადემიურ თავისუფლებას, ახალგაზრდა თაობის განათლების ხარისხსა და მომავალს.
ამდენად, მოგიწოდებთ ყველას, დავიცვათ განათლება და შევუერთდეთ 9 მარტს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას.
(მსვლელობა დაიწყება 17 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან, გაგრძელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და დასრულდება განათლების სამინისტროსთან) ვიცავთ განათლებას", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.