აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირად საუბრებში სერიოზული ინტერესი გამოთქვა ირანში ამერიკელი ჯარისკაცების შეზღუდული კონტიგენტის განლაგების მიმართ. ამის შესახებ NBC News ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების ცნობით, საუბარი არ არის სრულმასშტაბიან შეჭრაზე, არამედ მცირე კონტინგენტის შეყვანაზე ბირთვული ობიექტების კონტროლისა და ნავთობის წარმოების სექტორში ირანის ახალ რეჟიმთან თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლინ ლევიტმა ინფორმაციას „ანონიმური წყაროებიდან მომდინარე სპეკულაცია“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი „ყველა ვარიანტს ღიად გონივრულად ინახავს“.
ტრამპმა საჯაროდ არ გამორიცხა ეს შესაძლებლობა და New York Post-ს განუცხადა, რომ მას „არ ეშინია“ სახმელეთო ჯარების გამოყენების.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, განაცხადა, რომ თეირანი ასეთი სცენარისთვის მზადაა.
„ჩვენ მათ ველოდებით. დარწმუნებულები ვართ, რომ მათთან დაპირისპირებას შევძლებთ და ეს მათთვის დიდი კატასტროფა იქნება“, - თქვა არაღჩიმ.