ევროკომისიამ საბოლოოდ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში.
ამიერიდან მათ მოეთხოვებათ ვიზა შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას.
"უვიზო მიმოსვლა ქართველი მაღალჩინოსნებისთვის შეჩერებულია."ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა ჩვენი პარტნიორობის საფუძველია.
ჩვენ გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მქონე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის. ეს ნიშნავს, რომ მათ ახლა ევროკავშირში ოფიციალური მოგზაურობისთვის ვიზა დასჭირდებათ.
ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით, რადგან საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები, მათ შორის დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ მიმართული ზომები, ეწინააღმდეგება ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებიც უვიზო მიმოსვლას შესაძლებელს ხდის. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირის ქვეყნებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები ამ წესებს სამართლიანად და ეფექტურად იყენებენ.
ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის", - აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში. [ევროსკოპი]