ისრაელის თავდაცვის ძალები ბეირუთის დაჰიას რაიონში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურას ესხმიან თავს“, - ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა პარასკევს ღამით უკვე დაბომბეს დაჰიე. მანამდე კი ისრაელის სამხედროებმა მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა, კონფლიქტში „ჰეზბოლას” ჩართვის შემდეგ, ლიბანში 500-ზე მეტი სამიზნე დაბომბა.
მათივე ინფორმაციით, სამიზნეებს შორის იყვნენ ჰეზბოლას მაღალი რანგის მეთაურები, მისი ელიტური რადვანის ძალების წევრები, რაკეტების გამშვები პუნქტები, სამეთაურო ცენტრები, იარაღის საწყობები, ასევე სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წევრები და მათი ინფრასტრუქტურა.
თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში უკვე ევაკუირებულია დაახლოებით 420 000 ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქე