აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე ჩაძირა 30-ზე მეტი ირანული გემი.
კუპერმა აღნიშნა, რომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ამერიკულმა ბომბდამშენებმა ირანში თითქმის 200 სამიზნეს დაარტყეს.
„და სულ რაღაც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენ ირანულ დრონების მატარებელ გემს დავუპირისპირდით, რომელიც დაახლოებით მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავიამზიდის ზომისაა. და ახლა ის იწვის,“ - განაცხადა კუპერმა.
4 მარტს აშშ-ის სამხედრო ძალებმა გამოაცხადეს, რომ ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში გაანადგურეს 17 ირანული გემი და 2000 სამიზნეს დარტყეს.
პენტაგონის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა ოთხშაბათს ასევე განაცხადა, რომ ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა საერთაშორისო წყლებში ირანული სამხედრო გემი ჩაძირა.