ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
ამასთან, ბაჰრეინის მთავრობა იუწყება, რომსარაკეტო დარტყმის შედეგად BAPCO Energies-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთ ობიექტში ხანძარი გაჩნდა.
„ირანის სარაკეტო დარტყმის შემდეგ BAPCO Energies-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთ ობიექტში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი სრულად ლოკალიზებულია, დაშავებულები არ არიან და ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის მუშაობა გრძელდება. ამჟამად ზარალის შეფასება მიმდინარეობს“,- ნათქვამია ბაჰრეინის მთავრობის განცხადებაში.