ლონდონი ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე კვიპროსსა და კატარში ოთხი გამანადგურებელსა და ვერტმფრენს გაგზავნის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბრიტანული ძალები განალაგებსTyphoon-ის გამანადგურებლებს და Wildcat-ის ვერტმფრენებს, რომლებსაც უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო შესაძლებლობები აქვთ. სტარმერმა განმარტა, რომ ლონდონი აგზავნის თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს „კატარსა და მთელ რეგიონში თავდაცვითი ოპერაციების გასაძლიერებლად“.