უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს დაბლოკავს, მის მისამარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს მისცემს. ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს ან 90 მილიარდიდან პირველ ტრანშს და უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღი ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს მივცემთ. დაე, დაურეკონ და მისთვის ენაზე დაელაპარაკონ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ „უკრაინას აიძულებს, უნგრეთისთვის „დრუჟბას“ ნავთობსადენით ნავთობის მიწოდება განაახლოს“.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა კაია კალასმა განაცხადა, რომ დაზიანებული მილსადენი არ უნდა გახდეს დაბრკოლება უკრაინის თავდაცვისთვის.