ირანის რეჟიმის მობილური რაკეტების გაშვების შესაძლებლობების განადგურებისთვის ძალისხმევა გრძელდება, - ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელში წერს და ირანზე განხორციელებული საჰაერო შეტევის ახალ კადრებს ავრცელებს.
„ირანის რეჟიმის მობილური რაკეტების გაშვების შესაძლებლობების განადგურებისთვის ძალისხმევა გრძელდება. ჩვენ ამ საფრთხეებს ვპოულობთ და სასიკვდილო სიზუსტით ვანადგურებთ“, – აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.