აშშ-მა და ისრაელმა იერიში მიიტანეს თეირანის მეჰრაბადის აეროპორტსა და ირანის დედაქალაქის ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე რამდენიმე სამიზნეზე. ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim ავრცელებს.
„Tasnim-ის ცნობით, აშშ-ის საჰაერო დარტყმების სამიზნე მეჰრაბადის აეროპორტის ტერიტორია, ასევე დასავლეთ თეირანის რამდენიმე ტერიტორია, აზადის მოედნის ტერიტორია და ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილი, ჩითგარის ტერიტორია იყო“, - ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.