აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა განაცხადა, რომ ირანში ოპერაციის დაწყებიდან აშშ-მა 20-ზე მეტი ირანული სამხედრო გემი ჩაძირა. მათ შორის ერთი წყალქვეშა ნავია.
მანამდე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა პეტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავმა ოთხშაბათს ღამით ინდოეთის ოკეანეში ირანული ფრეგატი ტორპედოთი ჩაძირა. ჰეგსეთმა ჩაძირული გემის სახელი არ დაასახელა, თუმცა შრი-ლანკის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა მანამდე განაცხადა, რომ შრი-ლანკის სანაპიროსთან გემზე დარტყმის შემდეგ 32 მეზღვაური გადაარინეს.
გადარჩენილებამ თქვენს, რომ ირანული სამხედრო გემის, IRIS Dena-ს ეკიპაჟის წევრები იყვნენ.
შრი-ლანკის საზღვაო ძალების წარმომადგენლის თქმით, დაახლოებით 140 მეზღვაური კვლავ დაკარგულად არის მიჩნეული.
დენ კეინმა ასევე განაცხადა, რომ რაკეტებისა და დრონების აქტივობის შემცირებამ აშშ-ის ძალებს საშუალება მისცა, გაეფართოებინა ოპერატიული უპირატესობა. მისი თქმით, ირანის მიერ რაკეტების გაშვება 86%-ით არის შემცირებული.
„ამ პროგრესმა ცენტრალურ სარდლობას საშუალება მისცა, დაემყარებინა ლოკალიზებული საჰაერო უპირატესობა ირანის სანაპიროს სამხრეთ ფლანგზე და გაერღვია მათი თავდაცვითი სისტემა სიზუსტითა და ცეცხლსასროლი ძალით“, – განაცხადა დენ კეინმა.
ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ის ძალები უფრო ღრმად შეიჭრებიან ირანის ტერიტორიაზე და აშშ-ის ძალებს მანევრირების დამატებით თავისუფლებას შეუქმნიან.