ირანის "წითელი ნახევარმთვარის" განცხადებით, აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების დაწყებიდან ირანში 787 ადამიანი დაიღუპა. იუწყება BBC
აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაცია HRANA იუწყება, რომ თავდასხმების შედეგად 742 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 176 ბავშვი.
ამასთან, ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, Hengaw-ის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა მინიმუმ 1 500-ს მიაღწია, მათ შორის 200 მშვიდობიანი მოქალაქე და ირანის ძალების 1 300 წევრია.