დღეს, 14 თებერვალს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ოფისში „ახალგაზრდა რესპუბლიკელების" ორგანიზებით და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით გაიმართება შეხვედრა კონფლიქტების საკითხებზე - „აგვისტოს ნანგრევებში".
მომხსენებლები იქნებიან თინათინ ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი. თინათინ ხიდაშელი გააკეთებს ფილმისა და წიგნის პრეზენტაციას „აგვისტოს ნანგრევებში", რომელიც მომზადდა ქართული არასამთავრობო სექტორის მიერ. ფილმი და წიგნი ეხება 2008 წლის, აგვისტოს მოვლენებს. ფილმში გამოყენებულია რეალური ფოტო და ვიდეო მასალა ცხინვალსა და გორში განვითარებული მოვლენების შესახებ.
შეხვედრის მეორე ნაწილში კი პაატა ზაქარეიშვილი გამოვა მოხსენებით „კონფლიქტები დღეს და მისი გადაწყვეტის რესურსები".
შეხვედრა 17:00 გაიმართება და დაესწრება 50 ახალგაზრდა, 17-მდე პოლიტიკური პარტიის და ასევე არასამთავრობო და სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მისამართი: ზოვრეთის ქ. 38, ჰაინრიხ ბიოლის საზოგადოების ოფისი.