ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კვიპროსში მდებარე საჰაერო ძალების აკროტირის ავიაბაზიდან პერსონალის ოჯახებს გაჰყავს, მას შემდეგ, რაც ის გუშინ ღამით, ადგილობრივი დროით დაახლოებით შუაღამისას (22:00 GMT) ირანის მიერ განხორციელებული სავარაუდო თავდასხმის სამიზნე გახდა. თავდასხმამ მცირე ზიანი მიაყენა, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"ჩვენი პერსონალისა და მათი ოჯახების უსაფრთხოება ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია.
სიფრთხილის ზომების სახით, სამეფო საჰაერო ძალების აკროტირის ტერიტორიაზე მცხოვრები პერსონალის ოჯახის წევრებ იკვიპროსის კუნძულთან ახლოს მდებარე ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაგვყავს.
ჩვენი ბაზა და პერსონალი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ფუნქციონირებას, ბრიტანეთის უსაფრთხოებისა და ჩვენი ინტერესების დაცვით", - აღნიშნულია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.