ისრაელის სამხედრო ძალებმა "ჰეზბოლას" წინააღმდეგ შეტევითი კამპანია დაიწყეს, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გაგრძელდება. ამის შესახებ ისრაელის ტავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ეიალ ზამირიმ განაცხადა.
„ჩვენ "ჰეზბოლას" წინააღმდეგ შეტევითი კამპანია დავიწყეთ. ჩვენ არა მხოლოდ თავდაცვით პოზიციაზე ვართ, არამედ შეტევაზეც გადავდივართ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ რამდენიმედღიანი ბრძოლისთვის, მრავალდღიანი. ჩვენ გვჭირდება ძლიერი თავდაცვითი მზადყოფნა და უწყვეტი შეტევითი მზადყოფნა, ტალღებად“, - განაცხადა ზამირიმ.