ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფაქტობრივად „მოლაპარაკებების მაგიდის დაბომბვის“ ბრძანება გასცა
მისი თქმით, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო.
„შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო. ჟენევა იმ გაგებით დავტოვეთ, რომ შემდეგ შეხვედრაზე შეთანხმებას მივაღწევდით. მათ, ვისაც დიპლომატიის ჩაშლა სურდა, წარმატებით შეასრულეს თავიანთი მისია“, - დაწერა არაღჩიმ X-ზე.
არაღჩიმ დასძინა, რომ საბოლოოდ, სწორედ ტრამპმა ბრძანა „მოლაპარაკებების მაგიდის დაბომბვა“.
პარასკევს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ირანმა ოპტიმიზმი გამოთქვა, ხოლო ტრამპმა განაცხადა, რომ „უკმაყოფილო“ იყო პროგრესით.