რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ცნობილი მოჭადრაკე გარი კასპაროვი თბილისს სტუმრობს.
კასპაროვი საქართველოში მეუღლესთან, დაშა კასპაროვასთან ერთად 5 დღით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ჭადრაკში მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქველმოქმედო შოუში "ვის უნდა 20 ათასი" ითამაშა.
გარდა ამისა, მან დღეს
თემაზე "გეოპოლიტიკური გამოწვევები 21-ე საუკუნეში" თავისუფალ უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა, ხვალ, 15 თებერვალს კი, იგივე თემაზე ევროპის სახლში ისაუბრებს.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია კასპაროვის შეხვედრა ჭადრაკის ფედერაციაშიც.
გარი კასპაროვი მეუღლესთან ერთად მცხეთაშიც იმყოფებოდა, სადაც სვეტიცხოვლის ტაძარი დაათვალიერა.