ისრაელის ქალაქ ბეით შემეშში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნას რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.
მედიის ცნობით, რაკეტა საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა, რამაც საზოგადოებრივი თავშესაფარი და მიმდებარე სახლები მნიშვნელოვნად დააზიანა. დაშავებულია 28 ადამიანი, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.