აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი ირანის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
"აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი ირანის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტია. გაურკვეველია, რა მოხდება შემდეგ. თუმცა, ახლა გზა ღიაა განსხვავებული ირანისკენ, ისეთისკენ, რომლის ჩამოყალიბების თავისუფლებაც მის ხალხს შეიძლება მეტი ჰქონდეს.
კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან, მათ შორის რეგიონში მყოფ პარტნიორებთან, რომლებიც ირანის სამხედრო მოქმედებების ყველაზე დიდ ტვირთს განიცდიან, რათა ვიპოვო პრაქტიკული ნაბიჯები დეესკალაციისთვის“, - წერს კალასი.