ისრაელის საჰაერო ძალების ცნობით, თეირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმები მიიტანეს. უწყებამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს ირანის შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინაზე დარტყმები.
„თეირანის გულში ირანის ტერორისტული რეჟიმის შტაბ-ბინას ვანადგურებთ“, - ნათქვამია წარწერაში, რომელიც ვიდეოსთან ერთად ვრცელდება..
თეირანიდან ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, განაცხადა, რომ პირველად ისრაელის თვითმფრინავები „ადგილზე“ იმყოფებოდნენ თეირანის ცაში, რაც ირანის საჰაერო თავდაცვის ჩახშობის შემდეგ თითქმის მუდმივ ყოფნაზე მიუთითებს.
„ამიერიდან, შეუჩერებელი საჰაერო მატარებელი იმუშავებს ძლიერი თავდასხმისთვის“ თეირანში არსებულ სამიზნეებზე“, - დაწერა კაცმა X-ზე.