იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით საქართველოში შენარჩუნებულია ქორწინების ზრდის ტენდენცია. 2010 წელს საქართველოში 31 464 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა.
ბოლო ექვსი წლის მონაცემებით, საქართველოში ქორწინების მსურველთა რიცხვი სტაბილურად იმატებს. 2005 წელს 18 141 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, 2006 წელს - 21 876, 2007 წელს - 25 925, 2008 წელს - 31 310, 2009 წელს 31 319, ხოლო გასულ წელს 31 464-მა წყვილმა მოაწერა ხელი. ბოლო 6 წელიწადში ქორწინების რეგისტრაცია 73%-ით არის გაზრდილი.
2010 წელს ყველაზე მეტმა წყვილმა - 3982 დეკემბრის თვეში მოაწერა ხელი.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ინფორმაციით, 2010 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი ქორწინება თბილისის #1 ქორწინების სახლმა - ე.წ. კონკამ დაარეგისტრირა, აქ წყვილმა მოაწერა ხელი. კონკა პოპულარობით სარგებლობს იმ შემთხვევაშიც, როცა მექორწინეთა შორის ერთ-ერთი უცხოელია.
საქართველოში დღეის მდგომარეობით, ექვსი ქორწინების სახლი მუშაობს, სადაც ხელმოწერა შესაძლებელია, როგორც საქორწინო ცერემონიალის თანხლებით, ასევე საზეიმო რიტუალის გარეშე.
2010 წლის სტატისტიკა: თბილისი, კონკასთან არსებული #1 ქორწინების სახლი - 3378 წყვილი; უზნაძის ქუჩაზე მდებარე #3 ქორწინების სახლი - 1796; რუსთავის ქორწინების სახლი - 1114; ქუთაისის ქორწინების სახლი - 1253; სიღნაღის ქორწინების სახლი - 530 წყვილი, ბათუმის ქორწინების სახლი - 360 წყვილი.
რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე ხშირად 20-25 წლამდე ქალბატონები იგივე ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცებზე ქორწინდებიან, თითქმის იმავე ინტენსივობით 20-დან 25 წლამდე ქალბატონები მეუღლედ 25-დან 30 წლამდე მამაკაცს ირჩევენ და ხშირად 25-დან 30 წლამდე ქალბატონები იმავე ასაკის მამაკაცებზე ქორწინდებიან.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში გამარტივებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ქორწინების რეგისტრაციის პროცედურები. 2010 წლის განმავლობაში გაიზარდა ქორწინების რაოდენობა იმ შემთხვევაშიც, როცა დაქორწინების მსურველებიდან ორივე უცხოელია. გასულ წელს საქართველოში 63-მა წყვილმა მოანერს ხელი.
უცხოელთა შორის პოპულარობით სარგებლობს თბილისის #1 ქორწინების სახლი - `კონკა~ (10 წყვილი) და სიღნაღის, ე.წ. სიყვარულის ქალაქის ქორწინების სახლი (9 წყვილი), სადაც ხელისმოწერა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.