რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს..
„ლავროვმა დაგმო აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული არაპროვოცირებული შეიარაღებული თავდასხმა, რამაც დაარღვია საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ნორმები და სრულიად უგულებელყო რეგიონული და გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის მძიმე შედეგები“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.