ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი განცხადებით, ირანში განვითარებული მოვლენები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
"ირანში მიმდინარე მოვლენები ღრმად შემაშფოთებელია. ჩვენ მჭიდრო კონტაქტს ვინარჩუნებთ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართ.
ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ნებისმიერი ქმედების თავიდან აცილება, რამაც შეიძლება კიდევ უფრო ესკალაცია გამოიწვიოს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია.
ევროკავშირმა ირანის სისხლიანი რეჟიმისა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქმედებების საპასუხოდ ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესა და მუდმივად ცდილობს დიპლომატიურ ძალისხმევას ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის საკითხი მოლაპარაკებების გზით მოაგვაროს.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რეგიონში მყოფ ევროკავშირის მოქალაქეებს შეეძლოთ ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები და სრულად დაიცვან საერთაშორისო სამართალი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.