აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანი გააფრთხილა, რომ დარტყმების შემდეგ არ განეახლებინა ბირთვული პროგრამა, თუმცა თეირანმა ყველა შეთავაზება უარყო.
„ამ თავდასხმის (ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩი“ 2025 წელს) შემდეგ, ჩვენ გავაფრთხილეთ ისინი, რომ აღარასდროს განეახლებინათ ბირთვული იარაღის შექმნის ბოროტი მცდელობები და არაერთხელ ვცადეთ შეთანხმების მიღწევა...
მათ არ სურდათ ამის გაკეთება. მათ არ იცოდნენ, რა ხდებოდა... მათ უარყვეს ნებისმიერი შესაძლებლობა, უარი ეთქვათ ბირთვულ ამბიციებზე“, - განაცხადა ტრამპმა ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები დაიწყო.