ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ამჟამად დედაქალაქ თეირანის მახლობლად უსაფრთხო ადგილას იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ისრაელმა ირანზე პრევენციული დარტყმა განახორციელა. ირანის დედაქალაქში აფეთქებების სერია მოხდა.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ აშშ და ისრაელი ერთობლივ დარტყმებს ახორციელებენ.
მედიის ცნობით, ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „იეჰუდას ფარი“ ეწოდა. თეირანის გარდა აფეთქებებია ირანის სხვა ქალაქებშიც