გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მომავალ კვირას შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
ამის შესახებ Die Welt გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.
გერმანიის კანცლერის ვაშინგტონში ვიზიტი სამშაბათს, 3 მარტს არის დაგეგმილი.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის მოადგილემ, სებასტიან გილემ, განაცხადა, რომ ტრამპი და მერცი ორმხრივ ურთიერთობებს, უსაფრთხოების მდგომარეობას, ვაჭრობისა და კონკურენციის საკითხებს განიხილავენ.
ოფიციალური პირის განცხადებით, გერმანია აშშ-ის მთავრობისგან ტარიფებთან დაკავშირებით „განმარტებას“ ელოდება.