რუსეთში, 27 თებერვლის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, სარაკეტო საფრთხე ერთდროულად გამოცხადდა სულ მცირე 13 რეგიონში, რომელთა უმეტესობა სასაზღვრო რეგიონები არ არის. ამის შესახებ The Moscow Times იუწყება.
შესაძლო სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაფრთხილება გამოაცხადა თათარეთის, ბაშკორტოსტანის, ჩუვაშიის, უდმურტეთის, სამარას, ულიანოვკის, პენზას, სარატოვის, ორენბურგის, სვერდლოვსკის, როსტოვისა და კურსკის ოლქების, ასევე პერმის მხარის ხელისუფლებამ. მათგან სულ მცირე რვა ოლქში პირველად გამოცხადდა სარაკეტო საფრთხე.
ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად ალმეტიევსკში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა. ასევე ევაკუირებული იქნა სტუდენტები ყაზანსა და იჟევსკში, ასევე ევაკუაცია გამოცხადდა სამარაში კურუმოჩის აეროპორტში.
რუსი პროპაგანდისტები, ჩუვაშის მთავრობაზე დაყრდნობით, ამტკიცებენ, რომ რესპუბლიკის თავზე უკრაინული „ფლამინგოს“ ტიპის ერთი რაკეტა ჩამოაგდეს, ხოლო მეორემ „კურსი შეიცვალა და რეგიონს გასცდა“.
ტელეგრამ-არხ Shot-ის ცნობით, ჩუვაშეთში ორი „ფლამინგო“ ჩამოაგდეს. ამასთან, Telegram-ის არხმა „რადარი მთელ რუსეთში“ სამი რაკეტის ჩამოგდების შესახებ განაცხადა: თითო სამიზნე უდმურტეთსა და პერმის ოლქში ჩაჭრეს, ხოლო „ერთ-ერთი რაკეტა აზოვის ზღვაზე, ტაგანროგის სანაპიროსთან ჩამოაგდეს“.
მოგვიანებით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ცხრა რეგიონში სარაკეტო საფრთხის რეჟიმის მოხსნის შესახებ განაცხადა.