პაკისტანის არმიის მიერ ავღანეთში მიტანილი დარტყმების შედეგად „თალიბანის“ 274 მებრძოლი დაიღუპა და 400-ზე მეტი დაიჭრა.
ამის შესახებ 27 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე პაკისტანის შეიარაღებული ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა აჰმედ შარიფ ჩოუდრიმ განაცხადა.
ჩოუდრიმ აღნიშნა, რომ შეტაკების დროს პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთის მხარეს 83 სასაზღვრო პოსტი გაანადგურეს და 17 დაიკავეს.
მან დასძინა, რომ წინასწარი შეფასებით, განადგურდა ავღანეთის არმიის 115 ტანკი, ჯავშანტრანსპორტიორი და არტილერია.