რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის სმოლენსკის ოლქში, ქიმიურ ქარხანაზე ათობით უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.
როგორც სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, აზოტის სასუქის ქარხანა „დოგრუბუჟს“ უკრაინული დრონების დაესხნენ თავს.
რუსული მხარის განცხადებოთ, დროს ასევე დაიჭრა 10 ადამიანი. დაზიანდა ქარხნის ინფრასტრუქტურა.
უკრაინული და რუსული ტელეგრამის არხები იუწყებიან, რომ სმოლენსკში მდებარე ქარხანა აწარმოებს პროდუქციას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სფეროში.