ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, განაცხადა, რომ აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა „შესაძლებელია“, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ პრიორიტეტი დიპლომატიას მიენიჭება“. ამის შესახებ Reuters იუწყება.
არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს აქვთ „ისტორიული შესაძლებლობა, მიაღწიონ უპრეცედენტო შეთანხმებას“, რომელიც გადაჭრის საერთო პრობლემებს“ და „უპასუხებს ურთიერთინტერესებს“.
ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ „პრიორიტეტი დიპლომატიას მიენიჭება“.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მოლაპარაკებებს განაახლებს „მტკიცედ, სამართლიანი და თანასწორი შეთანხმების რაც შეიძლება მალე მიღწევისთვის“.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა სამშაბათს, 24 თებერვალს, განაცხადა, რომ დიპლომატია ყოველთვის იყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირველი ვარიანტი, თუმცა ის მზადაა საჭიროების შემთხვევაში ძალა გამოიყენოს.