ირანთან დაძაბულობის ფონზე, ბეირუთში აშშ-ის საელჩოდან ათეულობით არასაჭირო თანამშრომლის ევაკუაცია მოხდა. ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა,.
"სახელმწიფო დეპარტამენტმა ბეირუთში აშშ-ის საელჩოდან არასასწრაფო სამთავრობო პერსონალისა და შესაბამისი ოჯახის წევრების გამგზავრების ბრძანება გასცა. ჩვენ მუდმივად ვაფასებთ უსაფრთხოების გარემოს და ბოლო შეფასებით, განვსაზღვრეთ, რომ მიზანშეწონილი იქნება, თუკი ადგილზე მხოლოდ საჭირო პერსონალი დარჩება," - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა გამოცემა Jerusalem Post-ს.