აშშ-ის ძალებმა კარიბის ზღვაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გემები დაბომბეს, დაიღუპა სამი ადამიანი. ინფორმაციას CNN აშშ-ის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გემი „ტერორისტულ ორგანიზაციებს“ ეკუთვნოდა და ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის ცნობილ მარშრუტებზე მოძრაობდა.
მიმდინარე წელს ეს უკვე მეშვიდე დარტყმაა „ოპერაცია სამხრეთის შუბის“ ფარგლებში, რომლის განმავლობაშიც, სულ მცირე, 151 ადამიანი დაიღუპა.