13 თებერვალს 11 საათიდან 15 საათამდე საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის ორგანიზებით ვარდების მოედანზე გაიმართა აქცია-შეჯიბრი _ დაიცავი საგზაო წესები და დაემორჩილე საგზაო ნიშნებს.
ღონისძიების ოქროს სპონსორმა, კომპანია ვისოლმა გამარჯვებულებს - პირველი ადგილის მფლობელს სოფო ხოჯავას. მეორე ადგილზე გასულ მრბოლელს სოსო ბეგოიძეს და მესამე ადგილზე გასულ ირაკლი ჩხეიძეს საჩუქრად იტალიური აპის საწვავი გადასცა.
თორნიკე გურული, ვისოლ ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი: "კომპანია "ვისოლი" სიამოვნებით შეუერთდა უსაფრთხო საგზაო მოძრაობის წამახალისებელ აქციას, რადგან ჩვენ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანად მივიჩნევთ ახალი თაობის ჩართვას მსგავს ინიციატივებში და ვზრუნავთ საზოგადოების მომავალზე."
შეჯიბრი, წყვილთა რბოლის ფორმატში გაიმართა. წყვილთა რბოლა ავტოსპორტის ერთერთ ყველაზე სანახაობრივი, დაძაბული და ადრენალინით სავსე სახეობაა, შესაბამისად, ცივმა ამინდმა ხელი ვერ შეუშალა ორიათასამდე ადამიანს ვარდების მოედანზე შეკრებილიყვნენ.
აქციაში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც სტუდბილეთით დარეგისტრირდა და მართვის მოწმობას წარმოადგინა. რბოლაში 20-მა მონაწილემ იასპარეზა.