„კულასა“ და „ბატონოს“ დამფუძნებელს, ივანე გოგლიძეს, რომელიც ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების წარმოება-გასაღებისთვის დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დაცვის მხარე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული არ დააკმაყოფილა.
20 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ბრალდებულმა 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას. გოგლიძეს ბრალდება სსკ-ის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.