უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს აღმოსავლეთ დონბასიდან ჯარების გაყვანის ნებისმიერ ვარიანტს სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად, რუსეთთან მოლაპარაკებების მიმდინარეობის პარალელურად.
ამის შესახებ ზელენსკიმ იაპონურ მედიას განუცხადა.
„ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ტერიტორიიდან გამოსვლა. ეს ჩვენი რეალური თავდაცვის ხაზია,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
იაპონურმა მედიამ აღნიშნა, რომ რუსეთი დონბასზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობს და უკრაინული ჯარების გაყვანას მოითხოვს.