დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრება და მეცნიერებს ბრიტანეთის ბიბლიოთეკასთან გაფორმებულ მემორანდუმს გააცნობს.
როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატში განმარტავენ, პაპუნა დავითაიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ქართველ მკვლევარებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის, კერძოდ კი, ორ მხარეს შორის წარმოებული მოლაპარაკების შედეგად შესაძლებელი იქნება ბრიტანული ბიბლიოთეკის ფონდებსა და საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებებში დაცული მასალების გამოყენებით ქართული კულტურისა და მემკვიდრეობის დოკუმენტირება და შესწავლა, რაც გულისხმობს საკატალოგო ინფორმაციის გავრცელებას, ინიციატივების ხელმისაწვდომობასა და ორიგინალურ სამეცნიერო კვლევას.
ამასთან, დავითაია ცენტრში ვიზიტისას უძველეს ქართულ ხელნაწერებს, ისტორიულ დოკუმენტებსა და საზოგადო მოღვაწეთა პირად არქივებს გაეცნობა.