პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულმა მომღერალმა ირმა კურტანიძემ, იგივე ხატია წერეთელმა საპატიმრო დატოვა.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, წერეთელმა სრულად აღიარა ბრალი და ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის შემდეგაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე ხატია წერეთელს და 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აგვისტოში შეეფარდათ.
ხატია წერეთელი 27 აგვისტოს დააკავეს. სპეცოპერაცია ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე ჩატარდა, სადაც სავარაუდოდ, მომღერალი ფლობდა გარკვეულ ობიექტს.