ენჯეო არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის პოლიტიკური ინსტრუმენტი, აქედან გამომდინარე, ენჯეოებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები უნდა იყოს თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე, რაც ჩვენთან უზრუნველყოფილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის მაიკ ბენცის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, ამასთან დაკავშირებით ახლა აქტიურად მსჯელობენ ევროპის ქვეყნები.
„ძალიან აინტერესო პროცესებია დაწყებული. ენჯეო, ზოგადად, არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის პოლიტიკური ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, ენჯეოებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები უნდა იყოს თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე, რაც ჩვენთან უზრუნველყოფილია და მნიშვნელოვანია ამის უზრუნველყოფა ევროკავშირის მასშტაბითაც. ამისათვის შეიქმნა ენჯეო, როგორც ფენომენი და მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის სათანადო დარეგულირება. ქვეყნის შიგნით არ უნდა შემოდიოდეს ქვეყნის გარედან ფინანსები პოლიტიკის დასაფინანსებლად. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავის დროზე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ენჯეოების დაფინანსების თაობაზე. აქ სწორი მინიშნებაა, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, ამასთან დაკავშირებით ახლა აქტიურად მსჯელობენ ევროპის ქვეყნები, ევროკავშირში. ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია სეთი კანონმდებლობის არსებობა. არავინ არ უნდა ჩაერიოს სხვის პოლიტიკურ ცხოვრებაში. “, - განაცხადა პრემიერმა.