უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი კვლავ შვეიცარიაში გაიმართება.
ამის შესახებ ზელენსკიმ პირს მორგანთან ინტერვიუში ილაპარაკა.
„თქვენ შემდეგი შეხვედრა ახსენეთ. მინდა აღვნიშნო, რომ შემდეგი შეხვედრაც შვეიცარიაში გაიმართება. ეს არის ინფორმაცია, რაც დღეის მდგომარეობით მაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენი ჯგუფი დაბრუნდება და მე უფრო დეტალური ინფორმაცია მექნება, ვიდრე ამჟამად ჩემს ტელეფონში მაქვს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა იმ ფაქტის მნიშვნელობა, რომ მოლაპარაკებების პროცესი ევროპაში მიმდინარეობდა.
„ვფიქრობ, კარგია, რომ შეხვედრა შვეიცარიაში შედგა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ამას ყოველთვის ვამბობ დიდი პატივისცემით ახლო აღმოსავლეთთან და სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მაგრამ მჯერა, რომ თუ ევროპაში ომი იქნება, მაშინ ადგილი აქ უნდა ვეძებოთ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.