აშშ-ში, კალიფორნიის მთებში, მოთხილამურეების ჯგუფი ზვავში მოყვა. სულ მცირე ექვსი ადამიანი გადარჩა, ზვავის შედეგად რვა მოთხილამურე დაიღუპა, ერთი კი დაკარგულად მიიჩნევა.
ამის შესახებ ინფორმაციას. ნევადის ოლქის პოლიცია ავრცელებს
ზვავი მაშინ ჩამოწვა, როდესაც მოთხილამურეთა ჯგუფი სამდღიანი ტურიდან შინ ბრუნდებოდა. ჯგუფში სულ 15 ადამიანი იყო, 11 მოთხილამურე და ოთხი გიდი. მათგან ექვსი ადამიანი გადარჩა, ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე დაახლოებით 50 მაშველი მუშაობს, თუმცა ამინდი და ხელახალი ზვავის მაღალი რისკი ოპერაციას ართულებს.
ინციდენტი კალიფორნიის ჩრდილოეთით, კასლ პიკის მწვერვალთან ახლოს მოხდა.