აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, რომელიც შაბათს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების ევროპასთან საერთო მომავლის განხილვა. ამის შესახებ CNN იუწყება.
რუბიომ განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ მიუნხენის კონფერენციაზე მის გზავნილს ევროპელები „კარგად მიიღებენ“.
გასულ წელს ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა თავის გამოსვლაში მკვეთრად გააკრიტიკა ევროპელი მოკავშირეები.
„ვფიქრობ, მათ გულწრფელობა სურთ. მათ სურთ იცოდნენ, სად მივდივართ, სად გვინდა წასვლა, სად გვინდა წასვლა მათთან ერთად. ამაშია ჩვენი იმედი“, - თქვა რუბიომ და აღნიშნა, რომ კონფერენცია „გადამწყვეტ მომენტში“ იმართება.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, ძველი სამყარო, სამყარო, რომელშიც მე გავიზარდე, გაქრა. და ჩვენ გეოპოლიტიკის ახალ ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს ყველა ჩვენგანისგან მოითხოვს, ხელახლა დავფიქრდეთ, თუ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი და რა იქნება ჩვენი როლი“, - თქვა მან.
რუბიომ აღნიშნა, რომ ევროპა მნიშვნელოვანია აშშ-სთვის.
„ჩვენ ღრმად ვართ დაკავშირებული ევროპასთან და ჩვენი მომავალი ყოველთვის იყო და იქნება დაკავშირებული. ჩვენ უბრალოდ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორი იქნება ეს მომავალი“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.