უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ევროპაში ან ამერიკაში შეხვდეს, მაგრამ არა რუსეთსა და ბელარუსში. ამის შესახებ მან ონლაინბრიფინგზე განაცხადა.
კერძოდ, ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, უკრაინის დელეგაციის მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან პირადი მოლაპარაკებებისთვის შესაძლო ჩასვლის შესახებ.
„რამდენჯერმე საჯაროდ მოვისმინე, როგორ მიმიწვია რუსულმა მხარემ, ვფიქრობ, რომ პირადად მიმიწვიეს. მე ამაზე მქონდა რეაგირება. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენ თავს რუსეთი დაგვესხა. და ისინი აგრესორები არიან. მე არ შემიძლია მოსკოვში ჩასვლა პუტინთან მოსალაპარაკებლად, იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომელიც ამ ომში აგრესორია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა მზადაა მხარი დაუჭიროს ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებებს და შეხვედრები გამართოს ნებისმიერ ტერიტორიაზე: ამერიკაში, ევროპაში, ნეიტრალურ ქვეყნებში, ნებისმიერ სახელმწიფოში, გარდა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსისა.
„ბელარუსი, რადგან ის მოკავშირეა უკრაინაზე თავდასხმაში 2022 წელს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.